კალათბურთი

20:05 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის გუნდის მე-16 მარცხი

იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ ლიგაში წარუმატებელი დღე ჰქონდა გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარის”.
სარდინიელები სტუმრად “იმოლა ბასკეტთან” 72:96 დამარცხდნენ, ქართველი კალათბურთელი კი მხოლოდ ორ ქულას დასჯერდა.

გიგა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა.
ჯანელიძეს აქტივში 5 მოხსნა და 1 პასიც ჰქონდა, პასივში კი – 4 პერსონალური ფოლი.
“კალიარის” 7 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 10 მარტს, შინ, “პიაჩენცასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111209