სხვა

15:20 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსში მამა-შვილმა ისროლა

კვიპროსულ ლარნაკაში მიმდინარეობს "დიდი პრიზის“ გათამაშება სასტენდო სროლაში, სადაც მამა-შვილი - დავით და გივი ქვათაძეები ისვრიან. ამათგან დავით ქვათაძე საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ დააფინანსა, ხოლო გივი ქვათაძე საკუთარი ხარჯით გაემგზავრა.

გუშინ დაიწყო შეჯიბრება მრგვალ სტენდზე სროლაში - გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილი, 3 სერია. 112 მონაწილეს შორის დავით ქვათაძე 67 ქულით (22, 21, 24) 46-ე ადგილზე გავიდა, ხოლო გივი ქვათაძე 66-ით (22, 22, 22) - 52-ე იყო.

დღეს დილით, საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი 2 სერიაში გივი ქვათაძემ წინა დღის აქტივს 24 და 23 ქულა შეჰმატა (22, 22, 22), ჯამში 113 ქულა დააგროვა და 44-ე ადგილზე გავიდა.

დავით ქვათაძემ 22-22 ქულითა (22, 21, 24) და ჯამური 111-ით, 54-ე ადგილზე დაამთავრა გამოსვლა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.113727