ფეხბურთი

15:00 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ასეთ გუნდში თამაში ოცნებაა"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ვებგვერდმა ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენებურმა შემტევმა „რკინიგზელებთან“ ცოტა ხნის გააფორმა კონტრაქტი და მთავარ გუნდში ასპარეზობს.

შეკრებაზე ნორვეგიულ „ვიკინგთან“ ლამაზი გოლიც გაიტანა. კვარაცხელიაზე მოსკოვში იმედს უკვე ამყარებენ:

„თბილისში დავიბადე, ქართულ ოჯახში - დედა, მამა და ორი ძმა მყავს. მთელ ოჯახს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს. მამაჩემი ყოფილი ფეხბურთელია და მის თამაშებს ვუყურებდი. ყოველთვის ვამბობდი - მე ფეხბურთელი ვიქნები!

- სად დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

- თავიდან „ოლიმპიკის“ აკადემიაში ვიყავი, შემდეგ „ავაზაში“ და მერე „დინამოში“. ძალიან კარგი სკოლაა - სწრაფად თამაშს, ერთი შეხებით თამაშს, სწორად გახსნას სწავლობ. „დინამოში“ მქონდა დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთშიც. ჩემი ბოლო გუნდი „რუსთავი“ იყო, სადაც გასული სეზონი გავატარე.

- რას იტყოდით „ლოკომოტივზე“?

- „ლოკო“ რუსეთის ჩემპიონია! ეს ძალიან მაგარია. როდესაც „ლოკომოტივის“ წინადადება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. ასეთ კლუბში თამაში ოცნებაა.

- „ლოკომოტივში“ ქართველები ყოველთვის იყვნენ...

- იღბალი მოაქვთ. დიახ, ბიჭებმა ეს უკვე მითხრეს. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ „ლოკომოტივში“ ისეთი პატივცემული ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი არიან. ეს საქათველოში ყველამ იცის. ამიტომ, ვგრძნობ, რომ სწორ ადგილას მოვედი.

- სოლომონს იცნობდით?

- არა, ჩვენ აქ შევხვდით ერთმანეთს. საბა ძალიან მეხმარება ენის პრობლემის მოგვარებაში. ბიჭებს შემახვედრა. ბევრი რამ მესმის, მაგრამ ვერ ვსაუბრობ. თუმცა, გპირდებით, ვისწავლი. ისე კი, კვირკველია რომ არ იყოს, უფრო რთული იქნებოდა.

ამის შემდეგ საუბარში კვირკველია ჩაერთო:

„ხვიჩა და მე პირადად ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ მასზე ბევრი რამ ვიცოდი. ჩემს გარშემო ყველა ამბობდა, რომ პერსპექტიული ბიჭი იყო. რამდენჯერმე ვუყურე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მის თამაშებს და კარგად თამაშობდა, გოლებს იტანდა. ახლა კი, ვხედავ, რომ დიდი პოტენციალი აქვს და ყველაფერი თავის ხელშია - უბრალოდ უნდა იმუშაოს“.

- ხვიჩა, „ვიკინგთან“ მოედანზე შეხვედი და გოლი გაიტანე. როგორია შენი შთაბეჭდილება?

- შესანიშნავი თამაში. მომეწონა, თავის კარგ ვიგრძენი და თანაგუნდელებს კარგად ვუგებდი. გატანილი გოლი - ეს დამატებითი სტიმულია.

- ვინ არის გუნდში ყველაზე ახლო მეგობარი?

- ყველანი მეგობრულები არიან. უფრო ხშირად მათთან ვსაუბრობ, ვისთანაც საბა ხშირად ამყარებს კომუნიკაციას. დიმა ბარინოვი, რიფატი, ტარასოვი და რა თქმა უნდა, კვირველია.

სოლომონ კვირკველია: „ხვიჩა ჩემთვის უმცროსი ძმასავიითა. ბიჭებს პატივს სცემს და მათაგანაც იგივეს იღებს. მინდა მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, დახმარებისთვის და ადაპტაციისთვის. ჩვენ ყველა საერთაშორისო ოჯახი ვართ“.

- მოსკოვში ნამყოფი ხართ?

- არა, არასდროს. ძალიან მაინტერესებს როგორი ქალაქია. თავდაპირველად ბაზაზე ვიცხოვრებ, მაგრამ შემდეგ შესაძლოა ბინა ვიქირავო. ვნახოთ, როგორ უფურო მოსახერხებელი იქნება.

- რუსეთის ჩემპიონატს უყურებდით?

- ზოგჯერ, როდესაც ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს. აქ გადმოსვლამდე „ლოკომოტივზე“ უფრო მეტი ინფორმაცია შევისწავლე, უფრო დეტალურად. საინტერესო ჩემპიონატია, რომელიც დაძაბულია.“ჩერკიზოვის“ სტადიონი ფოტოებით ვნახე და ძალიან ლამაზია. საბოლოო ჯამში ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ.

0.117808