დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლბული რეიტინგი გამოაქვეყნა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი პოზიციით წინ წაიწია და სარეკორდო მეცხრამეტე ადგილამდე აღზევდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ნიკას წინა კვირაში არ უთამაშია, მაგრამ დიეგო შვარცმანმა ქულები დაკარგა და დაქვეითდა, ზუსტად ნიკას წინსვლა ამ ფაქტმა გამოიწვია.
რაც შეეხება ათეულს ის უცვლელად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა დღეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
- ნოვაკ ჯოკოვიჩი - 10 955 - ქულა
- რაფაელ ნადალი - 8320
- ალექსანდრ ზვერევი - 6475
- ხუან მარტინ დელ პოტრო - 5085
- კევინ ანდერსონი - 4595
- კეი ნიშიკორი - 4190
- როჯერ ფედერერი - 4100
- დომინიკ ტიმი - 3800
- ჯონ იზნერი - 3270
- მარინ ჩილიჩი - 3095
... 19. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1820