კალათბურთი

0:20 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხმა მიეცით გოგა ბითაძეს!

ადრიატიკის ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა დაიწყო, რომელმაც სეზონის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი (1998 და მომდევნო წლებში დაბადებულები) უნდა გამოავლინოს.

ცხადია, აღნიშნული ლიგაში ჩვენი ინტერესი 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს უკავშირდება, რომელმაც სეზონი სერბულ “მეგა ბემაქსში” დაიწყო, ამჟამად კი, მონტენეგროს საუკეთესო გუნდ “ბუდუჩნოსტში” ირიცხება.

გოგას ჩინებული სტატისტიკა აქვს და მისი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა გასაკვირი სულაც არ იქნება, კიდევ უფრო რეალური კი ისაა, რომ ის გამორჩეულ ახალგაზრდად აღიარონ.

გამოკითხვაში, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება, ფანების ხმების წილი 30% გახლავთ, 60% ადრიატიკის ლიგის მწვრთნელების ხმები იქნება, 10% კი ლიგის ხელმძღვანელობის წილია. ბითაძისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

0.116185