ფეხბურთი

19:26 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში

ორთვიანი პაუზის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგა განახლდა და პირველივე შეხვედრაში ქართული გოლი გავიდა. გრაცის „შტურმი“ მე-19 ტურში „მატერსბურგს“ ეწვია და მარცხს ოთარ კიტეიშვილის გოლით გადაურჩა.

„გრაცელებმა“ პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვეს, ხოლო 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემტევმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა. ოთარმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი მიითვალა.

„შტურმი“ კი 19 თამაშში მოპოვებული 27 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

0.123445