დღეს, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა გრან პრი სრულდება. შეჯიბრის ბოლო დღეს ჩემპიონსა და პრიზიორებს ქალები გამოავლენენ.
T64-ში თეოდორა კახიანმა სამხრეთ კორეელ ოლიმპიურ ჩემპიონთან, FIE-ს რეიტინგის მე-7 ნომერ, ჯიეონ კიმთან 7:15 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური