ფეხბურთი

22:45 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა

"კრისტალ პალასის" მწვრთნელი როი ჰოჯსონი 71 წლის და 198 დღის ასაკში პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა. აქამდე ყველაზე ხანდაზმული "ნიუკასლის" დამრიგებელი ბობი რობსონი იყო (71 წელი, 192 დღე). აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.

ჰოჯსონისთვის მნიშვნელოვან მატჩში "კრისტალ პალასმა" "ლესტერი" სტუმრად 4:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში როი ინგლისის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, შვეიცარიის და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდა. საკლუბო დონეზე კი უმუშავია ისეთ კლუბებში როგორებიცაა: "ლივერპული", "ფულჰემი", "ინტერი", "უდინეზე", "ბრისტოლი", "კოპენჰაგენი" და "ვესტ ბრომვიჩი".

0.061399