ჭიდაობა

0:03 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქრო და 1 ვერცხლი უნგრეთიდან

შმაგი და გელა ბოლქვაძეები უნგრეთის სარეიტინგო გრან-პრის გამარჯვებულები არიან, საჩინო დავითაიამ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამმა ფალავანმა უნგრეთის ქალაქ გიორში დაწყებული საერთაშორისო გრან-პრის პირველ დღეს 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, აქედან 72 კგ კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, თუმცა დავითაიას ნეკნის ტრამვის გამო გამარჯვება შმაგი ბოლქვაძის მიენიჭა, 82 კგ. კატეგორიაში კი გელა ბოლქვაძემ იმარჯვა.

ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ ფინალამდე გერმანელი ვიდმაიერი 3-0, უნგრელი მეტოქეები ტოტი 7-0 და კოზაკი 9-0 დაამარცხა, დავითაიამ საფინალო გზაზე ორ მეტოქეს ირანელ ალირეზა აგანიაჩარის 7-0 და თურქ სელჩუკ ცანს 2-0 სძლია.

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებსა და 23-წლამდეთა შორის გელა ბოლქვაძე ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ბისულტანოვს დაეჭიდება და 7-1 სძლია, ფინალამდე ქართველმა ფალავანმა ხორვატი საჩიჩი 2-1, თურქი აკბუდაკი 3-1 და უზბეკი ბერდიმურატოვი 5-1 დაამარცხა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.122191