ფეხბურთი

0:52 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ მესვეურებს თვალი „ბარსელონას“ 26 წლის შუახაზელისთვის, ფილიპე კოუტინოსთვის დაუდგამთ - გვამცნობს Goal. პარიზელებს ბრაზილიელის გადაბირება უკვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მოუსურვებიათ.

პსჟ მზადაა კოუტინიოში კატალონიელებს 120 მილიონი ევრო გადაუხადოს და ზედ გერმანელი შუახაზელი, იულიან დრაქსლერი დაუმატოს. შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს „ბარსასთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ „ბარსელონას“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

0.117735