21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში გავიდა და ხვალ ტიტულისთვის იბრძოლებს.
მარიამმა ნახევარფინალური მატჩი რუსი ვალერია სავინიხის წინააღმდეგ ჩაატარა და 7:5, 6:4 სძლია, გადამწყვეტი შერკინება კი კვირას, 24 თებერვალს, მე-5 ნომრად განთესილ ფრანგ ჯესიკა პონჩესთან ელის. ეს უკანასკნელი მსოფლიო რეიტინგში 229-ეა, მარიამი კი 312-ე გახლავთ.
ვთქვათ ისიც, რომ ბოლქვაძეს კარიერის განმავლობაში ერთეულთა თანრიგში 4 ტურნირი აქვს მოგებული, თუმცა, მათში 25-ათასიანი შეჯიბრი არ ურევია. ქართველმა ჩოგბურთელმა 2015 და 2016 წლებში შარმ ელ შეიხში (10 000) იმარჯვა, 2016-შივე – ბათუმში (10 000), 2017-ში კი – ქაიროში (15 000).