ფეხბურთი

18:38 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ 18 წლის გოგონას მკურნალობის თანხები დაფარა

საქართველოს ნაკრებისა და სამარის „კრილიას სოვეტოვის“ ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის დიდსულოვანი საქციელი. ჯანომ ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ 18 წლის წევრ ნინო გურგენიძეს მკურანლოს ხარჯები სრულად დაუფარა.

როგორც სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, გურგენიძეს, რომელსაც სამკურნალოდ ფინანსური თანადგომა სჭირდებოდა, ანანიძე დაეხმარა და თანხა სრულად დაფარა. შედეგად, ნინო ოპერაციას გერმანიაში გაიკეთებს.

აღსანიშნავია, რომ 18 წლის გოგონას საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც დაუდგნენ გვერდით, მაგრამ ანანიძე განსაკუთრებით.

0.136602