სხვა

16:45 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფშია

დღეს, იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე კადეტ და იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრები ხმლით მოასპარეზე ბიჭებს შორის ასპარეზობენ.

დასრულდა ჯგუფური ეტაპი, ვახტანგ არჩვაძემ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და პლეი ოფში ვერ გავიდა, გიორგი მერკვილაძემ ჯგუფში ორ შეხვედრაში გაიმარჯვა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე გერმანელ ვალენტინ მეკას, საქართველოს დროით 16:45 დაუპირისპირდება.
ფოჯაში ახალგაზრდა ათლეტებს სხვადასხვა ქვეყნის 50 არბიტრი ემსახურება, მათ შორის FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილი.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.111498