იტალიის ქალაქ ფოჯაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის.
გუშინ საქართველოს დელეგაციიდან მხოლოდ ხმლით მოფარიკავე თამარ ჩარკვიანმა იასპარეზა. თაკომ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია (სამი მოგება - სამი წაგება), შემდეგ პლეი ოფის პირველ ეტაპზე ბრიტანელ ბეტანი ბრაიერლის 15-11 მოუგო. მეთექვსმეტედფინალში კი გერმანელ ილვი შილინგერთან 6-15 დამარცხდა.
დღეს, ფოჯაში ხმლით მოფარიკავე ბიჭები გამოვლენ, გიორგი მერკვილაძე და ვახტანგ არჩვაძე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 15:00-დან დაიწყებენ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური