კალათბურთი

14:33 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შარუნას იასიკევიჩიუსი: “ბითაძეში ყველაზე მეტად მებრძოლი ხასიათი მომწონს”
იასმინ რეპეშა: “ეჭვგარეშეა, რომ გოგას მომავალი ნბა-ს უკავშირდება”

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის ეგიდით მორიგ მატჩს დღეს ჩაატარებს. პოდგორიცელები ლიტვაში არიან ჩასულნი და საღამოს კაუნასის “ჟალგირისთან” ჭიდილი მოუწევთ.
სავარაუდოა, რომ 19 წლის ქართველი ცენტრი, რომელსაც ადრიატიკის ლიგაში მიღებული ტრავმის გამო, დაახლოებით ორკვირიანი პერიოდი გაუცდა, მონაწილეობას ვერც ამ შეხვედრაში მიიღებს.
მიუხედავად ამისა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმა ევროპული მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდას საკმაო დრო დაუთმეს.
შარუნას იასიკევიჩიუსი (“ჟალგირისის” მთავარი მწვრთნელი): “ბითაძე ძალიან ნიჭიერია და მოედანზე ყოველთვის აქტიურობს. მუდმივად იბრძვის და უმაღლესი დონის ოპონენტებთან ძალებს სცდის. სპეციალისტები ძირითადად მოთამაშეთა მოძრაობებზე, სიმაღლესა და უნარებზე საუბრობენ, თუმცა, ჩემთვის მთავარი ის მებრძოლი სულია, რომლითაც ბითაძის დარი კალათბურთელები გამოირჩევიან. მას კალათბურთი უყვარს და ზოგჯერ ეს გადამწყვეტი ფაქტორია”.
იასმინ რეპეშა (“ბუდუჩნოსტის” მთავარი მწვრთნელი): “ის დიდებული ბიჭია უდიდესი პოტენციალით. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში მისი ასაკის კალათბურთელებს შორის. მჯერა, მისი მომავალი ნბა-ს უკავშირდება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133455