საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი ანტალიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Malatyaguncel.com-ი ავრცელებს.
„ცხინვალი“ ანტალიის მახლობლად, ბელეკში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო ხუთი ფეხბურთელი სპორტული ატრიბუტიკის მაღაზიაში შევიდნენ. როგორც შემდგომ კონსულტატმა აღმოაჩინა, მაღაზიას სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, შორტები და 9 მსგავსი საქონელი აკლდა.
დადგინდა, რომ ძარცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:45 საათზე მოხდა, ხოლო ეჭვმიტანილთა ამოცნობა კამერის საშუალებით მოხერხდა და კერძოდ, ავტომობილი დაფიქსირდა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.
ხუთი ეჭვმიტანილი კახა კ, პაპუნა მ, დათა ს, გიორგი ბ და გურამ მ, ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.