კალათბურთი

17:40 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 10 ქულა “მუშკეტერებთან”

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ ისთის კონფერენციაში მორიგი მატჩი ჩაატარა და “ქსავიერ მუსკეტეერსთან” 69:70 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
მამუკელაშვილმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლს” 7-7 მოგება-წაგება მოუგროვდა და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 24 თებერვალს უშუალო კონკურენტ “სენტ ჯონს რედ სტორმთან” ჩაატარებს.

0.113242