კალათბურთი

17:14 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

“უნიკახაში” საუკეთესო შერმადინია

საკალათბურთო ევროთასის პრესსამსახურმა მიმდინარე სეზონში ესპანური “უნიკახას” გამორჩეულ კალათბურთელად გიორგი შერმადინი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ევროთასის საპლეიოფო მატჩები ახლოვდება და რეგულარული სეზონის შეჯამება ლოგიკურიც იყო. სასიხარულოა, რომ მალაგელთაგან ყველაზე მეტად შერმადინის გარჯა დაფასდა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში იმყოფება და საღამოს საბერძნეთთან მატჩი ელის.
მიმდინარე სეზონში გიორგის საშუალო მონაგარი ასეთი გახლავთ: 18:41 წუთი, 12.9 ქულა, 5.0 მოხსნა, 16.7 სარგებლიანობის კოეფიციენტი.
ვთქვათ ისიც, რომ “უნიკახა” ევროთასის მეოთხედფინალშია გასული, სადაც ბერლინის “ალბას” გაეჯიბრება. სერია, რომელიც 5 მარტს აიღებს სტარტს, ორ მოგებამდე გაგრძელდება.

0.118905