დღეს, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა გუნდის წევრები, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გაემგზავრნენ, სადაც 22-24 თებერვალს ხმლით ფარიკაობაში გრან პრი გაიმართება. ქაიროში მათ თეოდორა კახიანიც შეურთდებათ.
კაცთა ტურნირი, ხვალ, 22 თებერვალს აიღებს სტარტს, ხოლო ქალები ასპარეზობას, ზეგ, 23 თებერვალს დაიწყებენ .
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური