„იუვენტუსის“ არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ, ჟურნალისტებს თავისი ახალი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ უამბო და არც თანამემამულე, ლიონელ მესი დავიწყებია.
„მქონდა ბედნიერება, ლეო მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში მეთამაშა, ახლა კი კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი ვარ. დამეთანხმებით, ცოტას თუ ჰქონია ასეთი შესაძლებლობა, ორი უდიდესი ფეხბურთელის მხარდამხარ ეთამაშა. ეს ფანტასტიკური გამოცდილებაა. მათგან ხომ ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება.
კრიშტიანუ ნორმალური, წყნარი ბიჭია. ისეთი, როგორიც ჩვენ ყველა. ამდენი ტიტულის მოგების მიუხედავად, გასახდელში ერთობ მოკრძალებულია, რაც სხვა მოთამაშეებს კომფორტს უქმნის.
როცა მას მესის ვადარებ, ვხვდები, რომ განსაკუთრებული, უდიდესი მოთამაშეები არიან. მათგან ბევრის სწავლა შეიძლება, როგორც მოედანზე, ასევე მის გრეთაც.“ - ციტირებს დიბალას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.