ფეხბურთი

18:43 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს კავანი უბრუნდება

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი უბრუნდება. როგორც პარიზული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ურუგვაელმა დღეს ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.

კავანი სავარაუდოდ სათამაშოდ მზად 6 მარტს იქნება, როდესაც პსჟ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ „მატადორმა“ ტრავმა 9 თებერვალს, „ბოდოსთან“ შეხვედრისას მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა. კავანის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

0.139495