ფეხბურთი

17:35 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესის 24 საათი გოლის გარეშე

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელის, ლუის სუარესის წარუმატებელ პერიოდს დასასრული არ უჩანს. ურუგვაელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 შეხვედრაში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.

ამავე ტურნირის საგარეო მატჩებში კი მეტოქის კარი 2015 წლის სექტემბრის შემდეგ არ აუღია. ბოლოს, სუარესმა რომში, „რომას“ დამწუხრება მოახერხა.

შედეგად, სუფთა სათამაშო დროს თუ გავითვალისწინებთ, ლუისს საგარეო შეხვედრებში გოლი 24 საათის განმავლობაში არ გაუტანია. ბოლო ასეთი მშრალი თამაში სამხრეთ ამერიკელმა საფრანგეთში „ლიონთან“ (0:0) ჩაატარა.

სწორედ "ლიონთან" მატჩის 22-ე წუთზე გახდა 24 საათი მას შემდეგ, რაც სუარესმა სტუმრად ბოლოს გაიტანა (1440 წუთი, ჩემპიონთა ლიგაზე). ეს მშრალი სერია კი, 68 წუთით კიდევ უფრო გაიზარდა.

0.115801