17 წლის ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
ქარდავა ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში მე-4 ნომრად განთესილ რუმინელ ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს გაეჯიბრა და 1:6, 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილებში ქარდავამა და უნგრელმა ვანდა ლუკაჩმა გერმანელ მატვიენკოსთანა და ბელგიელ ვანლანგენდუნკთან 6:3, 1:6, 4:10 წააგეს.