უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მესამე სათამაშო დღემ უგოლოდ ჩაიარა. ამას ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია „ლიონი“, „ბარსელონა“, „ლივერპული“ და „ბაიერნი“ საპასუხო შეხვედრებს ნულებით შეხვდებიან.
„პარკ ოლიმპიკზე“ „ბარსელონა“ ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ „ლიონიც“ არაფერს დათმობდა. უცნაური თამაში გამოვიდა - საგოლე მომენტები იქმნებოდა, მაგრამ აი, რასაც 100%-იანს დავარქმევთ ნაკლებად. „ლომები“ პირველ ტაიმში ორჯერ იყვნენ ახლოს მიზანთან განსაკუთრებით, ტერიეს დარტყმის მერე, როდესაც ჯერ ტერ შტეგენმა მოასწრო რეაგირება და ხარიხაც დაეხმარა. საპასუხოდ, „ბარსელონა“ მეტოქის საჯარიმოსთან ტრიალებდა, მაგრამ იქ შესულს ბევრი არაფერი გამოდიოდა.
„ბარსამ“ ზეწოლა მატჩის ბოლოსკენ გააძლიერა, ყველაზე ახლოს გოლთან ლუის სუარესი იყო, თუმცა ოდნავ ააცილა. საერთოდ, ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩებში საშინელი სერია აქვს - 2015 წლის შემდეგ არ გაუტანია გასვლით მატჩებში. თამაში კი უგოლოდ დასრულდა და ორივე კმაყოფილი უნდა იყო. „ბარსელონა“ ისედაც ფავორიტი იყო და ახლა ხომ საერთოდ, „ლიონმა“ კი შანსი შეინარჩუნა, თუმცა „კამპ ნოუზე“ შეტევაზე ფიქრი უფრო მეტად მოუწევს. სხვათა შორის, ორივე გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია მიმდინარე გათამაშებაში, ხოლო ფრანგებმა საერთოდაც მიჯრით მეექვსედ ითამაშეს ფრედ.
დღის ცენტრალური შეხვედრა „ენფილდ როუდზე“ გაიმართა, სადაც „ლივერპული“ და „ბაიერნი“ წარსდგნენ ერთმანეთს წინაშე. თუმცა, აფიშა არ გამართლდა - ძალზე მოსაწყენი ფეხბურთი ვიხილეთ. გასაკვირი არაა, რომ გოლი არ გასულა - 0:0.
სხვათა შორის, „ენფილდზე“ „ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ მატჩი ზედიზედ მესამედ დასრულდა უგოლოდ. მიუნხენელებს კი სტუმრად უკვე მიჯრით 9 თამაში არ აქვთ წაგებული (6 მოგება, 3 ფრე). და მაინც, ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება. ანსი აბსოლუტურად თანაბრად უნდა შეფასდეს და ვნახოთ, იმედია, გერმანული დაპირსიპირება მაინც გაამართლებს ქომაგების მოლოდონს...
„ლივერპული“ – „ბაიერნი“ 0:0 (0:0) VIDEO
ლივერპული, „ენფილდ როუდი“
მაყურებელი: 52 250
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ფაბინიო, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კეიტა (მილნერი 76); სალაჰი, ფირმინო (ორიჯი 76), სალაჰი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი, ხამესი (სანჩესი 88); გნაბრი (რაფინია 90), ლევანდოვსკი, კომანი (რიბერი 81)
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
გაფრთხილება: ჰენდერსონი (55) - კიმიხი (27)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (2) – 7 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
„ლიონი“ – „ბარსელონა“ 0:0 (0:0) VIDEO
ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“
მაყურებელი: 57 889
„ლიონი“ (4-2-3-1): ლოპეში; დუბუა, მარსელო, დენაიერი, მენდი; ნდომბელე (დიოპი 84), აუარი; ტრაორე (ტუსარი 69), დეპაი, ტერიე (კორნე; დემბელე
მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; სერხი რობერტო (ვიდალი 81), ბუსკეტსი, რაკიტიჩი,; მესი, სუარესი, დემბელე (კოუტინიო 67)
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გაფრთხილება: აუარი (3), დუბუა (33) - სერხი რობერტო (80), სემედუ (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 16 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)