„დინამო თბილისი“ თურქეთში შეკრებას აგრძელებს და დღეს უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ზორიას“ გაეჯიბრა. შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ლუგანსკელთა გამარჯვებით დასრულდა.
პირველი ტაიმი „დინამომ“ მოიგო ნინუას ერთადერთი გოლით, რომელმაც 27-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. თუმცა, მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარის გამოდგა და „ზორიამ“ თამაში შემოატრიალა. 50-ე წუთზე კარავაევმა პენალტის გატანა შეძლო, ხოლო 83-ე წუთზე ივანოვიჩის გოლი გადამწყვეტი გამოდგა.
„დინამო“ რჩება თურქეთში და ბოლო სპარინგს 23 თებერვალს, ბრესტის „დინამოსთან“ ჩაატარებს.