საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ არის.
"სახლში დავბრუნდი. სამწუხაროდ 100%-ით სათამაშოდ მზად არ ვარ. ბევრი კვირის განმავლობაში მომიწია მოგზაურობა და თამაში.ახლა მცირე პაუზას ავიღებ"- განაცხადა გორგოძემ.
ეკომ ბოლო ორ ტურნირზე ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა.