მონაკოში Laureus World Sports Awards-ი გაიმართა. სადაც 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღიარეს.
ნოვაკმა 2018 წელს უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის ტურნირები მოიგო. ასევე ნოვაკი მსოფლიო ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა.
საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ საიმონ ბეილსმა მოიპოვა.
წლის საუკეთესო გუნდად, ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები დაასახელეს.
აღნიშნული ტიტული ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ როჯერ ფედერერს აქვს მოგებული.