მადრიდის „რეალმა“ პორტუგალიური „პორტუს“ მცველ ედერ მილიტაოსთან შეთანხმებას მიაღწია. Marca-ს ინფორმაციით, 21 წლის ბრაზილიელი ესპანეთის დედაქალაქში მომავალ ზაფხულს გადაბარგდება.
კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ხოლო „რეალი“ „პორტუს“ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაუხდის.
ედერ მილიტაომ „დრაკონების“ ღირსება მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 32-ჯერ დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.