საბერძნეთთან მოახლოებული მატჩის წინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს არაერთი წამყვანი მოთამაშე დააკლდა, ამდენად, გუნდის გამოცდილ წევრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ერთ-ერთი მათგანი დუდა სანაძეა, რომელიც პოლონურ "რადომში" სადებიუტო სეზონს ატარებს. ჰერაკლიონში ჩასვლის შემდეგ, დუდამ მომავალი შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.