კალათბურთი

14:30 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჰერაკლიონშია. თბილისიდან გამთენიისას ათენის ტრანზიტით გამგზავრებული ილიას ზუროსის გუნდი კუნძულ კრეტაზე ადვილობრივი დროით 10:30 საათზე ჩაფრინდა და სანაპირო ზოლთან მდებარე სასტუმრო "აქუილა ატლანტისში" დაბინავდა.

ეროვნული გუნდის წევრები ისადილებენ და საღამოს 5 საათამდე დაისვენებენ, რის შემდეგაც Dyo Aorakia არენაზე პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთთან მატჩს 21 თებერვალს ჩაატარებენ.

0.245515