გიორგი ბეჟანიშვილის “ოლინოისმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ვისკონსიში ადგილობრივ გუნდთან 58:64 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 11-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ილინოისელებს ბიგ თენის კონფერენციაში 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდათ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 23 თებერვალს, შინ, აუტსაიდერ “პენ სთეითთან” ჩაატარებენ.