„ლივერპულის“ კაპიტანს, ჯორდან ჰენდერსონს, მიაჩნია, რომ მის გუნდს ძალუძს პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც.
„მატჩიდან მატჩამდე მივიწევთ მიზნისკენ. ახლა „ბაიერნთან“ მატჩი გველის, რომელიც უმნიშვნელიოვანესია სეზონში. ასეც უნდა იყოს, არ შეიძლება რომელიმე ტურნირს პრიორიტეტი მიანიჭო.
ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, ორივე ტურნირის მოგება შეგვიძლია. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ პრემიერლიგაშიც დს ჩემპიონთა ლიგაშიც.“ - ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს Daily Mail.