კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამოს" 15 წლამდე შემადგენლობამ დღეს პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ფამაგუსტას "ანორთოსისის" 15 წლამდელებს შეხვდა და ათი უპასუხო გოლით იმარჯვა.
შეხვედრაში ხუთი გოლი იობაშვილმა გაიტანა, დანარჩენი ხუთი ზუსტი დარტყმა კი თოდუას, გეგიაძის, მოლაშვილის, დევიძის და დათუნაშვილის ანგარიშზეა. თბილისელები ხვალ ივარჯიშებენ, ზეგ კი კიდევ ერთ სპარინგს ჩაატარებენ ნიქოზიის "აპოელის" წინააღმდეგ.
U15 დინამო 10:0 ანორთოსისი
U15 დინამო: ბერუაშვილი, არჩაია, გოგებაშვილი, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, ცხოვრებაშვილი, გაფრინდაშვილი, თოდუა, აღდგომელაშვილი, იობაშვილი, გეგიაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ჯანაშია, მოლაშვილი, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, ნიკოლაიშვილი, კობახიძე, როსივერი, ხუტიაშვილი, ბაგრატიონი, დევიძე.
ამასობაში, "დინამოს" 17 და 19 წლამდე გუნდები თურქულ შეკრებაზე გაემგზავრნენ. გოჩა ჩიქოვანის და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდები ანტალიაში 10 დღე დარჩებიან და მზადების პარალელურად სამ-სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ.
17 წლამდელები 20 თებერვალს შვეიცარიულ "უსტერს" შეხვდებიან, 23 თებერვალს დანიურ "როსკილდესთან" მოსინჯავენ ძალებს, ხოლო 26 თებერვალს გასამართი სპარინგის მეტოქე ახლო მომავალში იქნება ცნობილი.
19 წლამდელები იმავე დღეებში ითამაშებენ თავიანთ ამხანაგურ მატჩებს. კაკაშვილის გუნდის პირველი მეტოქე ადგილობრივი "ანტალიასფორი" იქნება, შემდეგ ჩვენი გუნდი ნორვეგიულ "ნორდსტრანდს დაუპირისპირდება", ბოლოს კი - ყაზახურ "ტობოლს".
შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე "დინამო" დასრულებული ოქროს ლიგის გამარჯვებულია, ხოლო 19 წლამდე გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელია. ამ გუნდებმაც 15 წლამდელების დარად ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი პროექტის თანახმად, პრიზად და ზამთარში სპარინგ მატჩების გასამართად ჯილდოდ ფულადი პრემია მიიღეს.
დინამოელები შეკრებაზე 33 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე, სანდრო მელიქიშვილი, ლაშა აწყურელი, ზურა ერაძე, ზურა ჭავჭანიძე, საბა ხვადაგიანი, თორნიკე ჯანგიძე, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი მირზიკაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ოთარ ფარულავა, გიგა გულდედავა, ელგუჯა ჯანგველაძე, ირაკლი აზაროვი, ვახო ჩარკვიანი, ნიკა ხორხელი, დათო ზურებიანი, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი ლომთაძე, ლაშა კვარაცხელია, მიხეილ ქოჩაკიძე, გიორგი მაისურაძე, ბაკურ ჯინჯოლავა, ირაკლი იაკობიძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკა შურღაია, ლუკა გაგნიძე და მიშიკო მიქაუტაძე.
www.fcdinamo.ge