კალათბურთი

16:05 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა, რაშიც 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.

მამუკელაშვილი “კრეიტონ ბლუჯეისთან” მოგებულ (81:75) შეხვედრაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
სანდრომ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლმა” 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და ბიგ ისთის კონფერენციაში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 21 თებერვალს, სტუმრად, “ქსავიერ მუსკეტეერსთან” ჩაატარებს.

0.140812