შვედეთში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი სათასო ბატალიებით გაიხსნა. გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგი“ მერვე ჯგუფში იმყოფება, სადაც პირველი ტურის მატჩი სტუმრად „ნიკოპინგსთან“ ჩაატარა და 2:0 მოიგო.
მეორე გოლი სტუმრებმა 85-ე წუთზე გაიტანეს, საგოლე პასი კი გოლის ავტორ ოლსონს ხარაიშვილმა გაუკეთა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს „გიოტებორგი“ 25 თებერვალს, შინ „გაისთან“ ჩაატარებს.