იტალიის სერია A2-ს მორიგი ტური წარუმატებელი გამოდგა გიგა ჯანელიძის “კალიარისთვის”. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინაურ კედლებში “ვერონას” დაუხვდა და 77:90 დამარცხდა.
ჯანელიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიგამ 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
სარდინიელებს 7 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდათ და აღმოსავლეთ დივიზიონში მეცამეტე-მეთხუთმეტე ადგილებს ინაწილებენ. გიგას გუნდს მომდევნო შეხვედრა 24 თებერვალს, სტუმრად, “იმოლა ბასკეტთან” ელის.