ჭადრაკი

23:33 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ვაჟთა 78-ე ეროვნული ჩემპიონატი.

ასპარეზობა 16 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 18 500 ლარს შეადგენდა.

საპრიზო ფონდი:

I ადგილი - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი

II ადგილი - 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი

III ადგილი - 3 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 500 ლარი

IV ადგილი - 2 500 ლარი

V ადგილი - 500 ლარი

VI ადგილი - 500 ლარი

VII ადგილი - 500 ლარი

VIII ადგილი - 500 ლარი

საპრიზო ფონდის გარდა, პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეებისთვის დაწესებული იყო ევროპის პირადი ჩემპიონატის დაფინანსება.

ჩემპიონატმა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე დაუპირისპირდნენ.

ძირითადი მატჩი ყაიმით - 1:1 დასრულდა, პირველი პარტია ყუფარაძემ მოიგო, მეორე კი ფანცულაიამ.

გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ ორი 25- წუთიანი (10 წამის დამატებით თითიეულ სვლაზე) პარტიისგან შემდგარ მატჩში პირველი პარტია ყუფარაძემ მოიგო, ხოლო მე-2 პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გიგა საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა. ასევე ყაიმით დასრულდა ბრინჯაოსთვის პაექრობაში დავით არუთინიანსა და ლუკა პაიჭაძეს შორის გამართული მიკრო-მატჩი.

საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ტაი-ბრეიქი. პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10 წთ.) - არუთიანიანის გამარჯვებით - 2:0.

0.151229