ჭადრაკი

22:30 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხაიძემ დამაჯერებლად იმარჯვა

ფიდე-ს ოსტატ ნიკა ჩხაიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული თებერვლის ღია რეიტინგ-ტურნირი.

გამარჯვებულმა 8-დან 8-ვე პარტია მოიგო და უახლოესს მდევარს მთელი 2 ქულით გაუსწრო.
6 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: რევაზ ჭკუასელმა (2) და ლაშა კაჭკაჭიშვილმა (3).
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ დააფიქსირა.
ელო-რეიტინგის კატეგორიებში საუკეთესონი იყვნენ:
1800-მდე – დავით გაბუნია
1600-მდე – ზურაბ გონგლიაშვილი
1400-მდე – ნიკა ბრეგაძე

0.117537