სხვა

15:39 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი ორი კორეის ისტორიულ ინიციატივას მიესალმება

IOC-ის შტაბ-ბინაში შემდგარ სამმხრივ შეხვედრაზე კორეის ნახევარკუნძლის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ასპარეზობებში სპორტის 4 სახეობაში გაერთიანებული გუნდებით მონაწილეობა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბარია ჰოკეის და კალათბურთის ქალთა გუნდებზე, ძიუდოისტთა შერეულ გუნდზე და ნიჩბოსნობაზე (უმესაჭეო ოთხეული, ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი და რვაადგილიანი).

IOC-ის ცნობით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ხელისუფლებებსა და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სახეობებში გაერთიანებული გუნდით გამოსვლაზეც.

ამასთან, IOC მოითხოვს, რომ გაერთიანებულმა კორეულმა გუნდებმა ჩაიტარონ იგივე დოპინგ-ტესტები, რომლებსაც ტოკიოს თამაშებამდე გაივლიან სხვა სპორტსმენები.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მიიჩნევენ, რომ 2032 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კორეელთა ერთობლივი განაცხადი ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემსუბუქებას.

„დღევანდელი სამუშაო შეხვედრა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სპორტი კორეის ნახევარკუნძულზე დამთლიანად მსოფლიოში მშვიდობის ხელშემწყობია. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ პროგრესისთვის კარგი საფუძველია ჩაყრილი. სპორტი კვლავაც გააგრძელებს ხიდების აგებას და გვაჩვენებს, თუ რა ძალა აქვს ოლიმპიური თამაშების ერთიანობას. მივესალმებით ორი კორეის ისტორიულ ინიციატივას 2032 წლის თამაშებისვთის წარადგინონ ერთიანი განაცხადი," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

www.geonoc.org.ge

0.136358