"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელით რომელუ ლუკაკუთი უკმაყოფილოა და მისი შემცველელის მოძებნა დაიწყო. როგორც Daily Mirror-ი იუწყება, კლუბი ბელგიელს არ გაუშვებს, თუმცა თავდასხმაში კონკურენციას გაზრდის. ლუკაკუმ 2 იანვრის შემდეგ გოლი ვერ გაიტანა და ულე გუნარ სულშერიც იშვიათად ათამაშებს თავდამსხმელს.
ინგლისური გრანდის სამიზნე პაულო დიბალა და მაურო იკარდია. იკარდის "ინტერის" კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და გუნდის დატოვება აქვს განზრახული. მაურომ მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა. "იუვენტუსის" შემტევმა კი 29 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, მათ შორის ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა.