"ბრუკლინს ნეტსის" კალათბურთელმა ჯო ჰარისმა 2019 წლის სამქულიანების კონკურსი მოიგო. კონკურსის ფინალში ჰარისმა 26 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისმა კონკურენტმა სტეფ კარიმ - 24.
"საოცარი შეგრძნება მაქვს. ეს გამარჯვება არასოდეს დამავიწყდება. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ ბიჭებთან გაჯიბრება. ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს"- განაცხადა ჰარისმა.
ჰარისი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.9 ქულას და 3.7 მოხსნას აგროვებს.