ფეხბურთი

1:40 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი ბელგიის ჩემპიონატში (+VIDEO)
ქვილითაიას მონაგარი იუპილერ ლიგაში - 52 წუთი, 3 გოლი!

ბელგიის იუპილერ ლიგის XXVI ტურში გიორგი ქვილითაიამ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. ჩვენებურების „გენტი“ „ვაასლანდ-ბევერენს“ ესტუმრა და უქულოდ დარჩა - 1:2.

იეს თორუპის შეგირდთაგან ეს ერთადერთი გოლი ქვილითაიას ანგარიშზეა, რომელმაც მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე მოახერხა მეტოქის კარის აღება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგიმ დომპეს ჩაწოდების შემდეგ თავით მოახერხა გოლის გატანა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, განაცხადში კვლავ არ იყო და სავარაუდოდ, მომდევნო ტურში უნდა დაუბრუნდეს გუნდს.

აქვე ქვილითაიას შესახებ - მოგეხსენებათ, გიორგის ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა და მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში სულ რაღაც ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენებურმა ოთხჯერვე ცვლილებიდან ითამაშა და ჯამში მინდორზე 52 წუთი აქვს გატარებული. მიუხედავად ამისა, 3 გოლი გაიტანა. ცალსახაა, გიორგი მეტ დროს იმსახურებს და იმედია თორუპი შანსს სათანადოდ მისცემს.

„გენტი“ კი, 26 ტურის შემდეგ 38 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

0.140322