ჭიდაობა

0:16 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა შიდა კონკურენცია სანახევროდ გაარკვიეს

თავისუფალი სტილით ჭიდაობასა და ქალთა ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის, საქართველოს 2019 წლის პირველობა დაიწყო. დიღომში, „ნიუთბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაზე, ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს - 16 თებერვალს სულ მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა.

თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები 57, 65, 74, 86 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსო, ხოლო გოგონებში - 50 და 59 კილოგრამებში.

17 თებერვალს ხალიჩები 61,70, 79, 92 და 125 კილოგრამებში მოჭიდავე ვაჟებს და 55 და +60 კილოგრამებში მოჭიდავე გოგონებს დაეთმობათ. 11:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები. ფინალები კი 17:00 საათზე დაიწყება.

ჭიდაობა

საქართველოს პირველობა

ახალგაზრდები

თბილისი

16 თებერვალი

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ

1 გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)

2 გიორგი გეგელაშვილი (გორი)

3 ბაჩუკი არველაძე (თბილისი. ორც)

3 ვლადიმერ არუთუნიანი (გორი)

65 კგ

1 ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

2 გია უგრელიძე (სამტრედია)

3 ლუკა ჯანეზაშვილი (გორი)

3 თედო ყველაშვილი (გორი)

74 კგ

1 გოგა მამიაური (თბილისი. ორც)

2 თემურ ბერუაშვილი (გორი)

3 ვლადიმერ კაკოშვილი (თბილისი. ორც)

3 ლუკა მარიამიძე (თბილისი. ორც)

86 კგ

1 მირიან მაისურაძე (ონი)

2 გიორგი ნებურიშვილი (გარდაბანი)

3 გიორგი ჯიქიძე (სამტრედია)

3 სანანი ქაზუმოვი (ბოლნისი)

97 კგ

1 ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)

2 გივი გოგობერიშვილი (ამბროლაური)

3 გიორგი არღვლიანი (თბილისი. ორც)

3 ჭაბუკი გამყრელიძე (ამბროლაური)

ქალები

50 კგ

1 მარინა სატკოევა (გორი)

2 მარიამ კარელიძე (გორი)

3 ხატია მინდიაშვილი (საგარეჯო. ორც)

3 მარიამ გრიგალაშვილი (ჭიათურა)

59 კგ

1 თეონა ჯანდაგაშვილი (თბილისი)

2 ანა მახარაძე (აჭარა)

3 თამუნა სამხარაძე (ჭიათურა)

3 ხათუნა თვაური (საგარეჯო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111543