ფეხბურთი

17:28 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდის ნაცვლად კავანი

მილანის „ინტერი“ მაურო იკარდის შემცვლელის ძებნას შეუდგა. „ნერაძურისა“ და არგეტინელ ფორვარდს შორის არასტაბილური ურთიერთობაა, რაც იმით დასრულდა, რომ კაპიტნობა ჩამოერთვა.

გავრცელებული ცნობით, იკარდი „იუვენტუსთან“ უკვე შეთანხმებულია და ზაფხულში გუნდს დატოვებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანელებს იკარდის შეცვლა ედინსონ კავანით განუზრახავთ.

პსჟ-ს თავდამსხმელის გარდა, „ინტერის“ თვალთახედვის არეში პაულო დიბალა და დუვან ძაპატა არიან.

კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი წლიური გასამრჯელო 10 მილიონ ევროს შეადგენს. „მატადორს“ ცოტა ხნის წინ კატალონიის „ბარსელონასაც“ უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ კავანის იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2007-2013 წლებში „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ ღირსებას წარმატებით იცავდა.

0.111081