უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველი ეტაპის მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ყველაზე მეტი ორ-ორი წარმომადგენელი ლონდონის "ჩელსის" და "ბეტისს" ჰყავთ.
სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დანიელ ვუკოვიჩი ("გენკი")
მცველები: ვლადიმირ კოუფალი ("სლავია"), კრისტიან ლუინდამა ("გალათასარაი"), ლუდეკ პერნიკა ("პლზენი"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი")
ნახევარმცველები: ალფონსო პედრასა ("ვილიარეალი"), ჯიოვანი ლო ჩელსო ("ბეტისი"), როს ბარკლი ("ჩელსი"), დიეგო ლაინესი ("ბეტისი")
თავდამსხმელები: ხოსე კალეხონი ("ნაპოლი"), რუბენ სობრინო ("ვალენსია")
გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ხოსე კალეხონი დაასახელეს. ესპანელმა "ციურიხთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. კალეხონს ტიტულისთვის კონკურენციას სობრინო, ბარკლი და ლუდეკი უწევდნენ.