ჭადრაკი

16:10 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

სენტ ლუისში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის ბოლო ტურის წინ გამარჯვებისა და საპრიზო 150 ათასი დოლარიდან 40 ათასის მიღების საუკეთესო შანსი რუს ვალენტინა გუნინას (2501) აქვს.

8 ტურის თავზე გუნინას აქტივში 6.5 ქულაა და ის თანამემამულე ალექსანდრა კოსტენიუკს (2532) ნახევარი ქულით უსწრებს, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2471) და ამერიკელი ირინა კრუში (2435) ინაწილებენ 4.5-4.5 ქულით.

Cairns Cup-ის მე-5 საფეხურზე საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2513) იმყოფება, რომელიც გასულ ტურში თეთრი ფიგურებით ხსენებულ კოსტენიუკს დაუზავდა და თავი 4.0 ქულას მოუყარა.
დასკვნით ტურში ნანა შავებით თანამემამულე ბელა ხოტენაშვილს (2491) ეთამაშება, რომელიც 3.0 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს. გუშინ ბელა შავი ფიგურებით ჰარიკას დაუზავდა.

0.11461