სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ ისთის კონფერენციაში “ჯორჯთაუნ ჰოიასს” 90:75 სძლია, რაშიც 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი შეიტანა.
მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ სანდროს თამაშიდან არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია. მან სამივე სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სეთონ ჰოლმა” 6-6 მოგება-წაგება მოაგროვა და დივიზიონში მხოლოდ “ვილანოვასა” და “მარკეტს” ჩამორჩება. ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს “კრეიტონთან” ჩაატარებს.