ფეხბურთი

10:49 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფავრი: „მეტოქე დავასაჩუქრეთ“

დორტმუნდის „ბორუსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა, „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ (0:3) ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარცხი მათი შეცდომის ბრალია.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს თითქმის მომენტი არ ჰქონია. ოსტატურად ვიცავდით თავს და ვუტევდით კიდეც. მაგრამ შემდეგ ერთი შეცდომა დავუშვით და მოწინააღმდეგემ ამით ისარგებლა. ჩენ ისინი დავასაჩუქრეთ.

არის ხოლმე სეზონის განმავლობაში პერიოდები, როცა კარგად ვერ მიდის საქმეები. მაგრამ, რაც არის, არის. ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და ბევრი ვიმუშაოთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ.“ - განაცხადა შვეიცარიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

0.122368