ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში წაგების შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ სლოვენიელმა მსაჯმა, დარიო სკომინამ, ვიდეოარბიტრის გამოყენების შემდეგ, არასწორად გააუქმა ნიკოლას ტალიაფიკოს გოლი.
„ეს სამარცხვინოა. მსაჯებმა რამდენიმე განმარტება მოგვცეს - მეკარისთვის ხელის შეშლა, თამაშგარე...გამეორება ვნახე. კიდევ ვნახავ, სხვა რაკურსით. არ მგონია, თამაშგარე ყოფილიყო.“ - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვება ესპანური AS.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოარბიტრის (VAR) სისტემა, ჩემპიონთა ლიგაში პირველად გამოიყენება, მერვედფინალური ეტაპიდან.