ფეხბურთი

15:35 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონის გადახურვა სამხრეთ ტრიბუნიდან დაიწყო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი სწრაფ ტემპში შენდება და მშვენდება. ამჟამად, მშენებლობაზე 350 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შრომაც ყოველდღიურ შედეგს იძლევა.

ამ დროისთვის ფაქტობრივად დასრულდა ლითონის კონსოლური ფერმების მონტაჟი, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს გადახურვითი და შიდა სარემონტო სამუშაოები.
სტადიონის გადახურვა სამხრეთ ტრიბუნიდან დაიწყო და ამ საქმისთვის ლითონის გრძივებზე გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანა მონტაჟდება, რაც ვიზუალურ ესთეტიკასთან ერთად მდგრადობის გარანტიაც გახლავთ.
თუ კონკრეტულად რა სურათი გვაქვს ბათუმის სტადიონზე, ფოტოების საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.067159